მთავარი/ მაინერები/ Antminer S19 XP 141Th 3030w ანტმაინერ ს19 XP
ფასი
Antminer S19 XP — S19 სერიის ყველაზე ეფექტური მოდელი: 141 TH/s სიმძლავრე სულ 3030 ვატის მოხმარებით.
ენერგოეფექტურობა დაახლოებით 21.5 ჯოული ტერაჰეშზე — ეს S19 Pro-ზე თითქმის მესამედით უკეთესი მაჩვენებელია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იმავე დენით მნიშვნელოვნად მეტ ჰეშს იღებ.
სწორედ ამიტომ XP რჩება მომგებიანი მაშინაც, როცა ძველი მოდელები დენის ფასის გამო უკვე ზარალზე გადიან.
მაინერი მუშაობს SHA-256 ალგორითმზე, ანუ Bitcoin-ისა და Bitcoin Cash-ის მოსაპოვებლად. კვების ბლოკი ჩაშენებულია, ცალკე ყიდვა არ სჭირდება.
გაითვალისწინეთ: მოწყობილობა ხმაურიანია (75 dB-მდე) და მუდმივ გაგრილებას საჭიროებს — საცხოვრებელ ოთახში დადგმა არ გამოდგება, საჭიროა ცალკე სივრცე ვენტილაციით და სტაბილური ელექტროკვება.
| ბრენდი | Bitmain Antminer |
|---|---|
| ალგორითმი | SHA-256 (BTC / BCH) |
| მიწოდება | ადგილზეა |
| სიმძლავრე (hashrate) | 141 TH/s |
|---|---|
| მოხმარება | 3030 W |
| ენერგოეფექტურობა | ~21.5 J/TH |
| გაგრილება | ჰაერით, ორი ვენტილატორი |
|---|---|
| ხმაური | 75 dB-მდე |
| კვების ბლოკი | ჩაშენებული |
იმავე კატეგორიიდან