კალათა
შედარებაშია 0 პროდუქტი შედარება

მთავარი/ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

2017 წლიდან ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ტექნიკის იმპორტს საქართველოში ამერიკიდან, ევროპიდა და ჩინეთიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაყიდული გვაქვს ათასობით ნივთი და შესრულებული გვაქვს ასობით შეკვეთა. შემოსავალთან ერთად, ჩვენი საქმიანობის მთავარი მოტივაციაა, მოქალაქეებმა შეიძინონ უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ხარისხიანი მომსახურება და ამავე დროს დაზოგონ ბიუჯეტი.

გვეამაყება, რომ ამ წლების განმავლობაში არ გვყოლია არც ერთი იმედგაცრუებული მომხმარებელი, რომელიც თავს მოტყუებულად იგრძნობდა ჩვენთან ურთიერთობით!

ტექნიკის ჩამოტანას დავუმატეთ სერვისები, მაგ. ამჟამად Google Pixel-ის და არა მხოლოდ, მოდელებზე გვავქს ორიგინალი ეკრანის, ბატარეის და უკანა ხუფის შეცვლის სერვისი საქართველოში საუკეთესო ფასად. ასვე აქტიურად ვართ ჩართული მაინინგის სფეროში და შესრულებული გვაქვს ათობით პროექტი ნულიდან, მონტაჟითა და ქსელში გაშვებით დასრულებული. შეკვეთებს ვიღებთ, როგორც ციფრულ, ასევე სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკა-დანადგარებზე, რასაც საინტერესოდ მივიჩნევთ და გვაძლევს მეტ გამოცდილებას ტექნოლოგიური მიმართულებით.

განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოფლის მეურნეობისა და ზოგადად წარმოების განვითარებას საქართველოში. შესაბამისად ამ მიმართულებით ნებისმიერი ტექნიკა-დანადგარის ჩამოტანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვახერხებთ ჩვენი მომხმარებლების სასიამოვნოდ გაოცებას გაწეული უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და დაბალი ფასებით.